суббота, 3 апреля 2010 г.

სახვითი ხელოვნება

წიგნის იმ ნაწილში, რომელსაც ,,სახვითი ხელოვნება და მისი დარგები ეწოდება” ეწოდება მოტხრობილია ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკისა და არქიტექტურის შესახებ.... რატომ იწოდებიან ისინი სახვითად, როგორია მათი ზოგადი თვისებები, რა აერთიენებს და რა მიჯნავს მათ სხვაგვარ ხელოვნებათაგან.
ფერწერა. გრაფიკა, ქანდაკება და არქიტექტურა სახვით ხელოვნებად იმიტომ იწოდება, რომ მათი სახეები არსებობს რეალურ, თვალსაჩინო ფორმებში. მუსიკის, კინოს. თეატრისა და ლიტერატურისაგან განსხვავებით, სახვით ხელოვნებას არ ძალუძს გამოსახოს სამყარო დროსა, მოძრაობასა და განვითარებაში. ისინი შემოსაზღვრული არიან მხოლოდ ერთი წამით _ ოსტატი ვერა და ვერ გვიჩვენებს, რა მოხდა ადრე, ანდა რა იქნება შემდგომ.
სახვითი ხელოვნების სახეები არსებობს არა დროში, არამედ სივრცეში, ამიტომაცაა, რომ ასეთი ხელოვნება სივრცობრივადაც იწოდება ხანდახან. ეს ტერმინი თუმცა არაა გავრცელებული, მაგრამ უფრო მეტად ესადაგება ხელოვნების ყველა ზემოდჩამოთვლილ დარგებს.
არქიტექტურის ნაწარმოები ხომ არაფერს გამოსახავს. სახვთი ხელოვნების სახეები განსაკუთრებით სრული და თვალსაჩინო მაშინაა, როცა ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და არქიტექტურა ერთ მთლიანობაშია.
სახვითი ხელოვნება სინამდვილეს ასახავს ხილულ ფორმებში, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ იგი გვიჩვენებს ცხოვრების მარტოოდენ გარეგნულ სახეს, ისე რომ არ ხსნის ადამიანის სულიერ სამყაროს...პირიქით, მხატვარი, მოქანდაკე თუ გრაფიკოსი, ისევე როგორც მწერალი კომპოზიტორიც თავისებურად გადმოსცემს არსებულ სამყაროს მთელი მისი სირთულით და გვასწავლის, როგორ უნდა ვხედავდეთ და გვესმოდეს [ენი გარემომცველი სინამდვილე.
სახვითი ხელოვნება არსებობს ძველთაძველი დროიდან და ადამიანები სათუთად აგროვებენ და წერენ მის ისტორიას. სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის ისტორიას მოეძებნება ერთგვარი საერთო ენა, საერთო თვისებები და ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ჩვენს თანამემამულეთა და თანამედროვე ხელოვნება, სხვა ხალხების, სხვა ქვეყნების, გარდასულ ეპოქათა ხელოვნებაც.
რაკი შეიცნობთ ფერწერის, ქანდაკების, არქიტექტურის მხატვრული მეტყველების საიდუმლოს, უკეთ შეგეძლებათ გაიგოთ, რუსეთის, საბერძნეთის, რომის უძველესი ხელოვნება, საფრანგეთის და გერმანიის სახვითი ხელოვნება, შეგეძლებათ უკეთ ჩასწვდეთ და შეაფასოთ თანამედროვე ხელოვნებაცა და კაცობრიობის დიდოსტატთა შემოქმედებაც.